იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 323 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 323 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 27 682-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტო ავრცელებს.

იტალიაში დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 203 591 შემთხვევა, აქედან ბოლო ერთი დღის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 086 შემთხვევა.

ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 311-ით გაიზარდა. ამგვარად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა იტალიაში 71 252 შეადგინა.

იტალიის ექიმთა ასოციაციის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 153 ექიმია.