თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშორებით გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღება.
„დაველოდოთ. რთულია, წინასწარ ვისაუბროთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ჩვენ არარეალურ ბრძოლაში ვართ, ბრძოლაში, სადაც მტერს ვერ ვხედავთ.
სერიოზული პრობლემებია ზოგადად მსოფლიოში და ყოველდღიურობიდან გამომდინარე, ვადევნებთ თვალყურს, თუ როგორ ვითარდება მოვლენები, რა პროცესებია. ამის შედეგად ხდება გადაწყვეტილებების მიღება. თუ ამის აუცილებლობა იქნება, აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გამო, 21 აპრილამდეა გამოცხადებული.