მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 49 წლის ქალი.
ჯეოჰოსპიტალში კოვიდ 19-ზე ტესტი ორ პაციენტს აუღეს, რომელთაგან ერთმა ვირუსულ ინფექციაზე დადებითი პასუხი აჩვენა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას ინფექცია არ დაუდასტურდა.
ჯეოსჰოსპიტალში ელოდებიან კიდევ სამი პაციენტის ლაბორატორიული კვლევის პასუხებს.
სამედიცინო დაწესებულებაში ასევე შეიყვანეს პირი რომელსაც კორონავირუსის საეჭვო სიმპტომები აღენიშნება და მისი ბიოლოგიური კვლევები, ლაბორატორიაში გადაიგზავნება.