კორონავირუსით ინფიცირებული საკრებულოს დეპუტატის მეუღლეს მომატებული ტემპერატურა აღენიშნება

რუსთავის საკრებულოს დეპუტატსა და მისიოჯახის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ქალაქის მასშტაბით ამ დროისთვის კორონავირსით ინფიცირების 4 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა განუცხადეს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილია დეპუტატის ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მეუღლე და ოთხი შვილი , რომელთა ტესტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი. მხარის პირველი პირის ინფორმაციით, დეპუტატის მეუღლეს მომატებული ტემპერატურა აღენიშნება.

როგორც შოთა რეხვიაშვილმა TV4-თან საუბრის დროს განმარტა, კორონავირუსით ინფიცირებულ ოჯახთან კონტაქტში მყოფი „მაგთის“ ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაში, ერთი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება

ინფიცირებული დეპუტატის კონტაქტებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მუნიციპალიტეტის პირველი პირის ინფორმაციით, კონტაქტების რაოდენობა მცირედით გაიზარდა და პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც მან განმარტა, საკრებულოს დეპუტატთან კავშირში მყოფი 50-მდე კონტაქტი არის მკაცრ თვითიზოლაციაში და  კონტაქტები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მისი თქმით,  მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება ჰქონდა თუ არა გარე კონტაქტები საჯარო მოხელეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დედა, რომელსაც კორონავირუსი 2 დღის წინ დაუფიქსირდა, ეროვნულ ბანკში მუშაობდა და მისი ინფიცირება, ეროვნული ბანკის თანამშრომლების შემთხვევას უკავშირდება. ხოლო რუსთავის საკრებულოს წევრსა და მის მამას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ.