კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სტრასბურგში დაიღუპა, რა საკითხზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.