ანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდავი ზომების ნაადრევად მოხსნის გამო, ინფექციით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებმა შესაძლოა, ისევ მოიმატოს.
მისი თქმით, ქვეყნები კარანტინის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვების გაუქმებას სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.
ვიდეოპრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ეპიდემიის შენელება შეინიშნება.