“კორონავირუსის ჯაჭვის სრული გაწყვეტა მხოლოდ ეფექტიან ვაქცინას შეუძლია”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ჯაჭვის სრული გაწყვეტა მხოლოდ ეფექტიან ვაქცინას შეუძლია.

„საბოლოო ჯამში, უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის შექმნა იქნება საჭირო, რათა სრულად შეწყდეს დაავადების გავრცელება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

მისივე თქმით, იმ ქვეყნებმა, რომლებიც სოციალური დისტანცირების ზომების მოხსნას განიხილავენ, ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედონ.

„შეზღუდვები ნელა უნდა მოიხსნას და კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. არ შეიძლება იმწამსვე მოხდეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.