კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან 20 ქვემო ქართლის რეგიონს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 დადასტურებული შემთხვევებიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება. 3 შემთხვევა სვანეთიდანაა, დანარჩენი კი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში – 5256 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548 ადამიანი რჩება.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.