კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან 20 ქვემო ქართლის რეგიონს უკავშირდება

კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან 20 ქვემო ქართლის რეგიონს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 დადასტურებული შემთხვევებიდან  15 თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება.   3 შემთხვევა სვანეთიდანაა, დანარჩენი კი  ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში – 5256 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548 ადამიანი რჩება.

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.