კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდგინდა

კორონავირუსი ამერიკაში მყოფ კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას დაუდგინდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენ ეპარქიაში, ნიუ-იორკში, მამა სპირიდონ ნარსია, რომელსაც იცნობთ. მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში როგორც მამა იოსები, ასევე მამა სპირიდონი“, – აღნიშავს მიმართვაში მეუფე საბა ინწკირველი.