ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა შენობას სახურავის ნაწილი მოხადეს და შიგნით ამ გზით შეაღწიეს. როგორც ცნობილია, სასურსათო მაღაზიიდან წაღებულია პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.
მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.









