ლაგოდეხში, ძმისშვილმა ბიძა მოკლა

არსებული ინფორმაციით, ძმისშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახით ბიძა მოკლა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მსხალგორში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი მარტოხელა იყო და მას ძმისშვილი სტუმრობდა ხოლმე. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი.