პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ყველას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდა.
„მინდა, მთელ ქვეყანას და თქვენც გითხრათ, რომ ერთმანეთისგან რაც შეიძლება სოციალურად დისტანცირებული ვიყოთ, რადგან ამ ვირუსის სტრატეგია, სამწუხაროდ, არავინ ვიცით, არც ერთი სამყაროს ექიმმა და მათ შორის არც მე. მე პირადად თქვენ მოგიწოდებთ, ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით ერთმანეთს, დავცილდეთ ერთმანეთს, არა მარტო თქვენ, ყველა“ , – განაცხადა რატიანმა.