თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტია მოთავსებული. ისინი ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდნენ.
„ გვყავს ორი სტუდენტი, რომლებიც არიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და მუშაობდნენ სხვა კლინიკაში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე არის ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება. მიმდინარეობს სტანდარტული მკურნალობა ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის პროტოკოლით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფო პროტოკოლზე“ , – აღნიშნა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 39 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 2 ადამიანი.