მამაკაცი,მეგობრებთან ერთად ხელის თხოვნის დროს, კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა

სოფელ ყარაჯალაში პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი და მისი რვა მეგობარი დააჯარიმა,რომლებიც სოფელში გოგოს ხელის სათხოვნელად მივიდნენ. 

შემთხვევა გუშინ საღამოს, ცხრა საათის შემდეგ , თელავის მუნიციპალიტეტის,სოფელ ყარაჯალაში მოხდა. პოლიციამ  ცხრა პირი  დააჯარიმა,რომლებმაც კომენდანტის საათის დროს,სოფლის სტადიონზე გულის ფორმის კოცონი აანთეს და  ხელის თხოვნას აპირებდნენ. პოლიციამ შეზღუდვების დარღვევისთვის ცხრა პირი დააჯარიმა. 

შე­გახ­სე­ნებთ, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა იწ­ვევს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბასფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 3000 ლა­რით.

 

 

წყარო:ამბები.ჯი