მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა

შუა ხნის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა – შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სანადირო თოფით ფრინველისთვის სროლას აპირებდა, თუმცა ტყვია თავად მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, სანადირო თოფი მწყობრიდან იყო გამოსული.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.