თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატება.
„ ამ 170 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 36, აქედან 25 ჩვენი პაციენტია. ჩვენი გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება. დღეს დილით ტესტირება ჩატარდება და შედეგების მიხედვით საღამოს ინფორმაციას მოგაწვდით“,- აცხადებს მარინა ეზუგბაია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ასევე აღნიშნა, რომ მათს ცენტრში მოთავსებული ხუთი მძიმე პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა უკვე დასტაბილურდა და მხოლოდ ერთი მათგანი ფასდება, როგორც კრიტიკული პაციენტი. მისი თქმით, დილის მონაცემებით, კლინიკაში პასუხს 15 პაციენტი ელოდება.









