თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა. გარდა ამისა, საქართველოს 3 მოქალაქეს ვირუსი საზღვარგარეთ დაუდასტურდა.
„საქართველოში სულ 236 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მაგრამ აქედან სამი არის შემოტანილი, ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან. ეს დადასტურებული სამი შემთხვევა ცალკე შემთხვევად გამოდის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, პირველად მოხდა, როდესაც საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოვიდა „კოვიდის 19“-ის დადასტურებული შემთხვევები.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე -STOPCOV.GE უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ სტატისტიკური მონაცემები ცალკე კატეგორიაში არის განთავსებული.