პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს შორის 19 კორონავირუსი დაუდასტურდა და მათი მკურნალობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება, აღნიშნულ კლინიკაში მარნეულიდან გადმოყვანილ ორ ქალს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
62 წლის ქალის, მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო მეორე, 61 წლის პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დრომდე 14 პაციენტი რჩება, მათ შორის 2 არასრულწლოვანია. მედიკოსების თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და გართულებები არ აღენიშნებათ.
საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურნა.
შეგახსენებთ ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 263 მოქალაქე რჩება.