მარნეულის მუნიციპალიტეტიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანა დღესაც განხორციელდა. მსხვილმა სადისტრიბუციო კომპანიებმა მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დღეს 30 ტონა ბოსტნეული გაიტანეს.
როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მსხვილმა სადისტრიბუციო კომპანიებმა და ადგილობრივმა გადამზიდებმა, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, სარეალიზაციოდ, დაახლოებით, 300 ტონამდე ბოსტნეული გაიტანეს.
დღესვე, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულმა აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება გაახლა. ბაზრის გახსნა, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების დაცვით მოხდა.