მარნეულის მერიასთან სოფელ ქვემო ქესალოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფელ ქვემო ქესალოს მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ სასმელი და სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ.

აქციის მონაწილეების დისტანცირებას პოლიცია უზრუნველყოფდა.

პროტესტს გამოეხმაურა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი. ზაურ დარგალის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ სოფელში პრობლემა არსებობდა. ზაურ დარგალის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლის 70-ვე ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილია. სარწყავი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით კი, მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

 

ფოტო1tv.ge