მარნეულის მუნიციპალიტეტში ღია აგრარული ბაზარი გახსნილია (+ფოტო)

მარნეულის მუნიციპალიტეტში ღია აგრარული ბაზარი გახსნილია .

მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბაზარმა ფუნქციონირება გუშინ ,სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებისა და დადგენილი წესების დაცვით დაიწყო.

აგრარული ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგი გაუწიეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა . რეკომენდაციების შესაბამისად, ბაზრის ტერიტორიაზე შემსვლელ თითოეულ ავტომობილს დეზინფექცია უტარდება. მოქალაქეებს პირბადეებს და ხელთათმანებს ურიგებენ.

უკვე მეორე დღეა მარნეულის აგრარულ ბაზარზე დასაქმებულ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფოს მიერ პანდემიის დროს შემუშავებული წესების ფარგლებში საქმიანობა გააგრძელონ.