მარნეულის სოფელი მარადისი ,ერთი ოჯახის ექვსი წევრის ინფიცირების გამო,თვითოზოლაციაშია

მარნეულის სოფელი მარადისი მთლიანად იზოლაციაშია. ამის შესახებ  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა. 

მუნიციპალიტეტის პირველი პირის ინფორმაციით, კორონავირუსი სოფელ მარადისის მკვიდრი, ინფიცირებული ქალის ოჯახის 5 წევრს დაუდასტურდა,რის გამოც  მთელი სოფელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

მარნეულის მერის განცხადებით, ამ დროისათვის სოფლის მოსახლეობის მონიტორინგი და ყოველდღიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

ზაურ დარგალის ცნობით, მარადისში სულ 40 ოჯახი ცხოვრობს და ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია.სოფელში თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.