მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ოთხი პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
ადგილობრივმა სპეციალისტებმა ანალიზის ნიმუშები ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და ყველა მათგანის შემთხვევაში ვირუსულ ინფექციაზე უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დროში პაციენტები ბინაზე გაეწერებიან.
შეგახსენებთ, რომ ჯამში მარნეულში „კოვიდ 19“ ის 16 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 7 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.