მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო კლინიკაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის, ტატა შენგელაიას ცნობით, 13 აპრილს კორონავირუსზე ტესტირება 11 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს – 55 წლის ბოლნისელ მამაკაცს დაუდასტურდა.
“ის, თუ არ ვცდები, მარნეულის საკარანტინო ზონაში სასტუმრო „კავკაზში“ იმყოფებოდა. საკარანტინო ზონიდან კლინიკაში მხოლოდ მუცლის ტკივილებით შემოიყვანეს, მას ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა ოპერაცია და ვინაიდან საკარანტინე ზონაში იყო კორონავირუსის ტესტირებისათვისაც ავუღეთ ანალიზი“ – განაცხადა ტატა შენგელაიამ
შეგახსენებტ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის ზონად 23 მარტს გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია.
წყარო: “რადიო მარნეული”