მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით რვა პაციენტია მოთავსებული.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ადგილობრივმა სპეციალისტებმა პაციენტებს ანალიზების ნიმუშები აუღეს და საკვლევი მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ტესტის პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
ამასთანავე კოვიდ 19-ზე ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, “ჯეო ჰოსპიტალსის” ერთ პაციენტზე, რომლის ტესტის პასუხი დღეს გახდა ცნობილი. ინფორმაციისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში კორონავირუსი არ დადასტურებულა.
შეგახსენებთ, მარნეულში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 7 გამოჯანმრთელდა.