მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის” ხუთი პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზის ნიმუშების პასუხი, დღეს გახდა ცნობილი და კოვიდ ინფექციაზე ტესტმა ყველა პაციენტის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა.
აღნიშნული ხუთი პაციენტიდან ორი იმ ქალის ოჯახის წევრია, რომელსაც „კოვიდ 19“, ორი დღის წინ, დაუდასტურდა.