მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კოვიდინფიცირებული პაციენტი სოფელ მარადისის კლასტერს უკავშირდება და ის მარადისში ინფიცირებული პირველი პაციენტის ოჯახის წევრია.
Tv4-ის ინფორმაციით, პაციენტი თვითიზოლაციაში ,ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა და მას ფაქტობრივად კონტაქტები არ ჰყავს.
ჯამში მარნეულში „კოვიდ 19“ ის 16 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება,აქედან 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა.