მარნეულში რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო- ბაღებიდან, აღსაზრდელის ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების პაკეტების გადაცემა.
სოციალური პროექტის ფარგლებში, 60 დღის კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების პაკეტს, 2 145 აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს , რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო.
მარნეულში, საკვები პროდუქტების გაცემას, აიპი ბაგა ბაღების გაერთიანება უზრუნველყოფს.









