მარნეულში ხუთი სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

მარნეულში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა მარნეულში საგანგებო მდგომარეობის პირობებში შექმნილ შეზღუდვებს აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ,რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო ,სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოება უჭირთ, პროდუქტის რეალიზებას  ვერ ახდენენ და შესაბამისად,შემოსავლის წყარო დაკარგეს. 

აქციის მონაწილეებმა მარნეულში გზა გადაკეტეს.

ადგილზე მივიდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.