მარნეულში, კორონავირუსი „ჯეოჰოსპიტალსის“ ექთანს დაუდასტურდა.
კლინიკაში პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან ცოტა ხნის წინ მიიღეს.
როგორც „ჯეოჰოსპიტალსის“ ექიმები განმარტავენ, კოვიდინფიცირებული ექთნის კონტაქტები დადგენილია.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა.