მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მცხოვრებ ოჯახს, შვილი კარანტინის რეჟიმის დროს შეეძინათ. აღსანიშნავია, რომ ოჯახს ბავშვი 8 წლის განმავლობაში არ უჩნდებოდა.
ორსულ ქალს საგანგებო ვითარების გამოცხადების პერიოდში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ის გვიან ღამით თბილისში სამშობიარო სახლში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დღენაკლულ ჩვილს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა დედაზე მეტხანს მოუწია.
ვინაიდან კარანტინის გამო ოჯახი მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ვერ დატოვებდა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობით მშობლებს ჩვილი წითელი ზონის მთავარ ბლოკ-პოსტთან სამშობიარო სახლის წარმომადგენლებმა პირადად მიუყვანეს.
წყარო: “იმედი”