მაღალი რისკის ზონებში მომუშავე მედპერსონალს ორ კვირაში ერთხელ პისიარ ტესტირება ჩაუტარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ​ სამედიცინო პერსონალს, რომელიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობს, ორ კვირაში ერთხელ პისიარ ტესტირება ჩაუტარდება.

როგორც მან განმარტა, საუბარია ე.წ. ცხელების, კოვიდკლინიკებში, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადებში მომუშავე პირებზე.

„სამედიცინო პერსონალი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2 კვირაში ერთხელ სამედიცინო პერსონალი, რომელიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობს, „ოქროს სტანდარტით“-PCR-ით ტესტირებას დაექვემდებაროს.

პირველ რიგში, ესენი არიან „ცხელების“ და COVID კლინიკებში მომსახურე პერსონალი, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადის სრული შემადგენლობა. ყველა სხვა სამედიცინო პერონალს, რომელიც შესაძლოა, რისკის მომატებულ კატეგორიას წარმოადგენდეს, პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ ანტისხეულებზე, პირველ ეტაპზე უმთავრესად ე. წ. სწრაფი ტესტებით. თუ გამოვლინდა ანტისხეულების კომბინაცია, მათ რა თქმა უნდა, შემდგომ PCR ტექნოლოგიითაც ჩაუტარდებათ კვლევა, რათა აქტიური ინფექციის არსებობა გამოირიცხოს“,- განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა.