” მოგვიწევს კორონავირუსთან კოჰაბიტაცია”

მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი აღნიშნულს მივაღწევთ, მაშინ სიტუაცია შეიქმნება ისეთი, როცა დაავადება იარსებებს, თუმცა ფართო გავრცელებს რისკებს არ შექმნის.

„მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა, მივაღწიოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდზე, ჩავჭიდოთ ხელები, მივაღწით იმას, რომ ეპიდემიას არ ჰქონდეს აღმავალი მიმართულება“-განაცხადა ცერცვაძემ .

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 425-მდე გაიზარდა. 425 ადამიანიდან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.