მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა, 1 მილიონს გადააჭარბა.

Coronavirus Worldometers-ის ოფიციალურ გვერდზე დაფიქსირებული მონაცემების თანახმად, ვირუსით დაინფიცირდა 1,002,071 პაციენტი. კორონავირუსით გარდაიცვალა 51,434 პირი, ხოლო გამოჯანმრთელდა 210,451 ადამიანი. 

დაავადებულებს შორის 37,705 (5%) პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 702,481 (95%) საშუალო სიმძიმისაა.