მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 250 ათასს გასცდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით „კოვიდ 19“-სგან მსოფლიოში უკვე 252 615 ადამიანი განიკურნა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, მსოფლიოსში კორონავირუსი 1 225 360 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია (312 249), მეორეზე ესპანეთი (130 759), მესამეზე კი იტალიაა (124 632).
სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 66 542 ადამიანი გარდაიცვალა.