მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1,300,000 -ს აჭარბებს. Worldometers – ის უახლესი მონაცემების თანახმად, Covid -19 ჯამში 1,328,157 ადამიანს დაუფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 73,750 ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში კი – 277,286 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოში ყველაზე მეტი ინფიცირებული პაციენტი – 356,007 ამერიკას ჰყავს, შემდეგ არის ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი, ირანი, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.
კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში, ესპანეთსა და ამერიკაში ფიქსირდება. ყველაზე მეტი პაციენტი ჩინეთსა -77,078 და ესპანეთში – 40,437 გამოჯანმრთელდა.