მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2.5 მილიონს გადააჭარბა.  ინფორმაცია worldometers-ზე არის განთავსებული.  

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 2,532,498 -ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 175,412-ს გადააჭარბა.  ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა 669,627 პაციენტი.

ამ დროისათვის კორონავირუსი 210 ქვეყნის ტერიტორიაზეა გავრცელებული.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცრებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, იტალიასა და ესპანეთში ფიქსირდება.