ჯონს ჰოპკინსისის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით 190 788 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ კი – 2,7 მილიონს გადააჭარბა.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით სულ გამოჯანმრთელდა 738 ათასზე მეტი ადამიანი.
პანდემიის ეპიცენტრი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც უკვე გამოვლენილა ინფიცირების თითქმის 870 ათასი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 50 ათასს უახლოვდება.