მსოფლიოში COVID19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით 200 689 ადამიანი ემსხვერპლა.

ლეტალური შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება, სადაც ვირუსით 50 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა კი, უკვე სამ მილიონს უახლოვდება.