მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რიცხვი სამ მილიონს უახლოვდება

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამ მილიონს უახლოვდება.

ამ დროისთვის კორონავირუსით 2 980 053 ადამიანი არის დაინფიცირებული. ვირუსს 206 640 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კორონავირუსისგან მთელ მსოფლიოში 869 548 ადამიანი გამოჯანმრთელდა.