მსუბუქი ავტომობილი მოპედს დაეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი დაშავდა – შემთხვევა თბილისში, თემქაზე, 143-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია.