ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, რუსთავის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები მომდევნო 3 თვის განმავლობაში ხელფასის 1/3 ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
“ვუერთდებით ძალიან კარგ ინიციატივას, პარტია “ქართული ოცნებისგან” წამოსულ კეთილი საქმეს და ჩვენ სამი თვის ხელფასს, 1/3 ოდენობით ჩავრიცხავთ კორონავირუსის ბრძოლის წინააღმდეგ ფონდში, რომ დავაჩქაროთ ამ პროცესეის წარმატებით დაძლევა და ყველა საჭირო მიმართულება იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი” ,-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.