ნათია თურნავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დადგენილი წესების შესრულებას აფასებს

უკვე მეორე დღეა ინტენსიურად ვამოწმებთ სხვადასხვა საწარმოს, რომელიც მუშაობს ან უნდა, რომ აღიდგინოს მუშაობის უფლება, – ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შეამოწმეს და დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის ფოლადი 1 500 ადამიანს ასაქმებს და საკმაოდ დიდი სამუშაო ჰქონდათ გასატარებელი, მათ მოახერხეს და მოკლე ვადებში მიაღწიეს იმას, რომ სანიმუშოდ იცავენ ყველა დადგენილ წესს. მათ შორის, ჰყავთ ავტობუსები, რომლითაც მათი მუშები გადაადგილდებიან. ისინი ტრანსპორტში სხდებიან ჭადრაკისებურად და არა უმეტეს 10 ადამიანისა. ყველგან არის სადეზინფექციო ხსნარები, დისპენსერები, ტარდება დეზინფექცია და პირბადეებითა და ხელთათმანებით არიან უზრუნველყოფილი. მნიშვნელოვანია, რომ 1 500 ადამიანიდან 300 თანამშრომელი, ძირითადად ადმინისტრაცია, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ამ დრომდე შემოწმების პროცესში ხარვეზები ვერ აღმოვაჩინეთ, თუმცა შემოწმება გრძელდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ