ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გუდაუთაში „კოვიდ 19-ით” 95 წლის ქალი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ ოპერატიული შტაბი ადასტურებს.
მათივე ცნობით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია, ასევე, მწვავედ გამოხატული ჰიპერტონია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა.
დაავადებულს კორონავირუსის დიაგნოზი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა ის თავდაპირველად ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა. კლინიკაში კი მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, 20 აპრილს გადაიყვანეს.