პატიმრებმა ექიმებს მათ მიერ მოყვანილი ყვავილების თაიგულები გაუგზავნეს

N12 პენიტენციური დაწესებულების პატიმრებმა დაწესებულების ეზოში მათ მიერ გამოყვანილი ყვავილებისგან გაკეთებული თაიგულები ახალ კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს გაუგზავნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მედიკოსებს, პატიმრების მიერ გაკეთებული თაიგულები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს.

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა.  აქედან 39 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი.