პატრიარქი საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 7 აპრილს ჩაატარებს

 საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 7 აპრილს ჩაატარებს.

 საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში ხვალ, 16:00 საათზე ლოცვა ჩატარდება.

 „არის შემთხვევები, როცა პატრიარქი და მოსაყდრე არ ბრძანდება სამების საკათედრო ტაძარში და იმყოფებიან საპატრიარქოში. დღესაც წირვა საპატრიარქოს პატარა ტაძარში ჩატარდა. პატრიარქს ჯანმრთლობის პრობლემა არ აქვს. ის 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე წირვას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება. ხვალ კი, სამების საკათედრო ტაძარში 16:000 საათზე ლოცვა დაიწყება“, – განაცხადეს საპატრიარქოს პრესსამსახურში.