პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის თანდასწრებით  ოჯახის წევრის მიმართ  ჩადენილი ძალადობისა  და  მუქარის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულის პირის მიერ ჩადენილი  დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავი სუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, დასთან სტუმრად ყოფნის დროს, მეუღლეს -1992 წელს დაბადებულ ი.ო.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 11 პრიმა-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.