“რა რაოდენობის ადამიანებს დავეხმარებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს,” – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც თუნდაც აპრილში შევძლებთ შევაფასოთ, რამდენმა ადამიანმა აღარ აიღო ხელფასი მარტში.
პირველ რიგში ვსაუბრობთ უხელფასოდ დარჩენილი ადამიანების დახმარებაზე. ვიმედოვნებთ, რომ იმ დახმარებების პაკეტით, რომელიც შევთავაზეთ, ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და არ გვეყოლება ბევრი ადამიანი, რომელიც დაკარგავს სამსახურს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.









