რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრის, ნელი ტერარუს განცხადებით, რუმინეთში ქალაქ ტიმიშოარაში კორონავირუსი ათ ახალშობილს დაუდასტურდა.
მისი განმარტებით, ჩვილები ერთ საავადმყოფოში არიან და მათ COVID19 სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალისგან გადაეცათ.
მანამდე ახალი კორონავირუსი ამავე საავადმყოფოს ექვს ექთანს დაუდგინდა.
ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით, საავადმყოფოში, სადაც ახალშობილები დაინფიცირდნენ, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რათა დაავადების გავრცელება არ მოხდეს.
რუმინეთში ამჟამად კორონავირუსი 4 417 ადამიანს აქვს დადასტურებული. ქვეყანაში ვირუსს დღემდე 184 ადამიანი ემსხვერპლა.